კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის სასამართლოში დეპუტატის ცემის საქმის განხილვა დაიწყო

20 ივლისი, 2006

ბათუმის სასამართლოში დეპუტატის ცემის საქმის განხილვა დაიწყო

გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების, მურმან დუმბაძისა და მალხაზ კალანდაძის ჩხუბის შესახებ სასამართლო პროცესი დაიწყო.

ინციდენტი უმაღლეს საბჭოში გასული წლის 19 ოქტომბერს მოხდა, რომლის შედეგადაც დაზარალებულმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მურმან დუმბაძემ ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირის ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა. მურმან დუმბაძის განცხადებით, „მალხაზ კალანდაძე სხდომის მიმდინარეობის დროს დამესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიმაყენა“.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით. კალანდაძეს დუმბაძის ცემა ედება ბრალად. სასამართლომ დუმბაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მომავალ პროცესზე საქმეში პროკურატურაც ჩაერთვება. მოსარჩელე მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდება: „საგამოძიებო მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიტანს კალანდაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. კალანდაძეს მინიმუმ უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან დათხოვნა ემუქრება“.

გუშინდელ სასამართლო სხდომას მალხაზ კალანდაძე, აჭარის პარლამენტი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი, არ დასწრებია.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები