კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვს

20 ივლისი, 2006

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაქვს

20 ივლისს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” საკონსტიტუციო სარჩელის დასაშვებობისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ, რომლის საფუძველზეც დაპატიმრებულები არიან  ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი და “თანასწორობის ინსტიტუტის” სხვა წევრები.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლმა” გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც მოითხოვდა  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-6, მე-7 ნაწილების ანტიკონსტიტუციურად ცნობას და  საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შეჩერებას.

გამწესრიგებელ სხდომაზე გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდო დასაშვებად სცნობს სარჩელს და ასევე შეაჩერებს 208 მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაპატიმრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

ახალი ამბები