კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალი ქართველ ძალოვნებს კონფლიქტის ზონაში ჩასული ჟურნალისტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

20 ივლისი, 2006

ცხინვალი ქართველ ძალოვნებს კონფლიქტის ზონაში ჩასული ჟურნალისტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ინფორმაციის და ბეჭვდის კომიტეტის განცხადებას, თითქოს არსებობს   საქართველოს შსს-ს განკარგულება, ცხინვალის რეგიონში ჟურნალისტების არშეშვების შესახებ.

„ყველა ჟურნალისტს, ვისაც საქართველოს ვიზა აქვს,  ცხინვალის  კონფლიქტურ რეგიონში თავისუფლად შესვლა  შეუძლია, თუმცა, შსს იხსნის პასუხისმგებლობას მათ შემდგომ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა.

სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტის მიერ 19 ივლისს გავრცელებული ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული განკარგულება უქკვე მოქმედებაშია. უწყებას მაგალითად მოჰყავს, 17 ივლისს, ცხინვალთან,  „ფრანპრესის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის სიმონ ოსტროვსკის რამდენიმე საათით დაკავებისა და რუსეთის მესამე არხის ჟურნალისტის რომან ბაბაიანისათვის ამ რეგიონში შეშვებაზე  უარის თქმის ფაქტები.

ინფორმაციისა და ბეჭვდის   კომიტეტის განცხადებით, გაუგებარია ქართული ძალოვანი სტრუქტურების გადაწყვეტილება, რადგან  ჟურნალისტებს თან ჰქონდათ ყველა საჭირო დოკუმენტი. ნათელია, რომ ტოტალური ძალისმიერი აქციის მზადების პირობებში, საქართველო ცდილობს შეზღუდოს ჟურნალისტები, რომ გამოირიცხოს ბალანსირებული და ობიექტური მასალების მომზადება, მიაჩნიათ ცხინვალში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველომ 17 ივლისვე უარყო „ფრანპრესის“ ჟურნალისტის დროებით დაკავების ფაქტი. ამასთან, „ფრანსპრესის“ მოსკოვის ბიუროს შეფმა ფრანს ვიატომ განაცხადა, რომ „მათი კორესპოდენტი არავის არ დაუკავებია, უბრალოდ ჟურნალისტს არ ჰქონდა აღებული ნებართვა  საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე,  ცხინვალში შესვლისთვის კი ასეთი ნებართვა უნდა არსებობდეს“.
 

წყარო: media.ge 

ახალი ამბები