კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სომხური მოსახლეობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში საქმეთა წარმოებას სომხურ ენაზე ითხოვს

21 ივლისი, 2006

სომხური მოსახლეობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში საქმეთა წარმოებას სომხურ ენაზე  ითხოვს

თბილისი.20.07.06.მედიანიუსი. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თბილისის ოფისში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხური მოსახლეობის წარმომადგენელმა ამ რეგიონისთვის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გამართეს.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფაროსისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “ვორლდ ვიჟენ”-ის რეგიონული  ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის ნარინე გინოსიანის განცხადებით, ბოლო წლებში საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის აუცილებელ პირობად ქართული ენის ფლობა იქცა, რის გამოც სომხური ეროვნების უამრავი  მკვიდრი სამსახურის გარეშე  დარჩა. გინოსიანის თქმით, სომხურ სკოლებში ქართული ენა ფაკულტატივის დონეზე ისწავლებოდა, რის გამოც სომეხი მოსახლეობა კარგად ვერ ფლობს ქართულ ენას.

რეგიონული ტელერადიოკომპანია „ფარვანას“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის ლევონ ვარდანიანის თქმით, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად სამცხე-ჯავახეთის არაქართული სკოლების მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ქართული სკოლის მოსწავლეების გვერდით, თანაბარ პირობებში აბარებენ, რის გამოც მათ სასწავლებლებში მოხვედრის გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, რადგან ამ საგანს სკოლის პროგრამის ფარგლებში საკმარისი მოცულობით არ სწავლობენ.

ვარდანიანის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები შიშობენ, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში სომხურ და რუსულ სკოლებში სასწავლო პროცესი მხოლოდ ქართულ ენაზე წარიმართება და სასწავლო პროგრამიდან სომეხი ხალხის ისტორიას ამოიღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“  წარმომადგენელმა არარატ ესოიანმა კი აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო დაწესებულებების საქმეთა წარმოებაში პრობლემებს ქმნის და სომხური მოსახლეობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში სომხურ ენაზე საქმეთა წარმოების ნებართვას ითხოვს.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის წარმომადგენლების განცხადებით, პრესკონფერენციის მიზანი რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის ირგვლივ გამეფებული საინფორმაციო ვაკუუმის დაძლევაა. რეგიონის მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე მოწოდებული, განსაკუთრებით კი, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ უამრავ უსაფუძვლო შიშს გაუფანტავს.

ახალი ამბები