დასავლეთ საქართველოში რადიაციული გამოსხივების ორი წყარო აღმოაჩინეს
თბილისი.23.07.06.მედიანიუსი. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ირში რადიაციული გამოსხივების ორი წყარო აღმოაჩინეს.
რადიოაქტიური წყაროს გამოსავლენად შესაბამისი ღონისძიება იმ ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ-ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა მამუკა ვეზდენმა უთხრა, ცეზიუმ 137-ის ორი რადიოაქტიური წყარო სოფელ ირშია ნაპოვნი, მათგან ერთ-ერთი კი ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელი სახლის ეზოშია განთავსებული.
ამჟამად სოფელში ექიმები მუშაობენ. ისინი არკვევენ, მიაყენა თუ არა ზიანი რადიოაქტიურმა წყაროებმა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. რადიოაქტიური წყაროების განეიტრალებასა და მათ უსაფრთხო ადგილას გადატანაზე კი უკვე ექპერტები იზრუნებენ.