კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი საპატრულო პოლიციის უფროსის დასჯას ითხოვს

24 ივლისი, 2006

სოზარ სუბარი საპატრულო პოლიციის უფროსის დასჯას ითხოვს

თბილისი.23.07.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საზოგადობრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ცემის ფაქტის გამო გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

22 ივლისს დილით, ვარაზის ხევში მასალის მომზადების დროს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ზვიად ცაგარეიშვილმა საზოგადობრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, ჟურნალისტ ლიკა ხურციძესა და ოპერატორ ლაშა შენგელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დილით, ვარაზის ხევში, უცნობი მამაკაცის გვამი იპოვეს, რომელიც წინასწარი მონაცემებით, საპატრულო პოლიციის უფროსის სიძე აღმოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ამ ფაქტთან დაკავშირებით რეპორტაჟს ამზადებდნენ და შემთხვევის ადგილს იღებდნენ. ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე ზვიად ცაგარეიშვილი დაიძრა ჟურნალისტებისკენ და ოპერატორს ცემა დაუწყო. ლაშა შენგელიას ჟურნალისტი ლიკა ხურციძე გამოესარჩლა, მისი ჩარევის შემდეგ საპატრულო პოლიციის უფროსმა ისევ განაგრძო მათი ცემა და გინება.

ზვიად ცაგარეიშვილმა უკვე გააკეთა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

სახალხო დამცველი აღშფოთებულია ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულებით. სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ საპატრულო პოლიციის უფროსის პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წასვლა არ არის ადეკვატური ზომა ჩადენილი ქმედების გამო და შესაბამისი ორგანოებისგან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების და ზვიად ცაგარეიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

ახალი ამბები