კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო ბანკის“ სიღნაღის ფილიალში ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ

29 ივლისი, 2006

„სახალხო ბანკის“ სიღნაღის ფილიალში ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს ს/ს „სახალხო ბანკის“ სიღნაღის ფილიალის ხელმძღვანელობის მხრიდან ადამიანების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გურჯაანის ოფისს სიღნაღის რაიონში მცხოვრებმა პენსიონერებმა აცნობეს. მათი თქმით, ბანკში კუთვნილი პენსიის მისაღებად მისულებს, ბანკის მმართველი ნანა ნარინდოშვილი და მისი მოადგილე მერაბ კანდელაკიშვილი უმიზეზოდ დაჰყვირიან, შეურაცხყოფას აყენებენ, თანხის გაცემას აჭიანურებენ და ა.შ.

ცენტრის წარმომადგენელი 27 ივლისს თავად გახლდათ „სახალხო ბანკის“ სიღნაღის ფილიალში მოქალაქეების ამ და სხვა საჩივრებთან დაკავშირებით, რა დროსაც ხსენებულმა პირებმა მას უკიდურესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბანკის შენობის დატოვება უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიციით დაემუქრნენ, რაც ბანკის ხელმძღვანელობას არ დასჭირდა, რადგან ცენტრის წარმომადგენელმა შენობა თავად დატოვა.

ინფორმაციისათვის, ს/ს „სახალხო ბანკის“ სიღნაღის ფილიალის მმართველმა ნანა ნარინდოშვილმა ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე ფინანსური ოპერაციების განხორციელება შეუჩერა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საკრებულოს თავმჯდომარესა და ბუღალტერს, რის გამოც ორი თვის განმავლობაში სოფლის საკრებულოსა და საბავშვო - ბაღების თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასები დროულად ვერ მიიღეს. ნანა ნარინდოშვილმა საკრებულოს ბუღალტერს თანხის გატანის საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც საქმეში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები ჩაერივნენ.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ ს/ს „სახალხო ბანკის“ ხელმძღვანელობას შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები