კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო პოლიციამ „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფი ცხინვალის რეგიონში არ შეუშვა

1 აგვისტო, 2006

სამხედრო პოლიციამ „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფი ცხინვალის რეგიონში არ შეუშვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არ შეუშვა გერმანიის ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღა“) გადამღები ჯგუფი.

სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვისა და  ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფი თბილისში ჩაფრინდა, მაგრამ ვერ შევიდა სამხრეთ ოსეთში, რადგან სამხედრო პოლიციამ არ შეუშვა ისინი კონფლიქტის ზონაში.

კომიტეტის ცნობით, მანამდე, სამხედრო პოლიციამ რეგიონშიარ შეუშვა „ფრანს პრესის“, რუსეთის მესამე და პირველი არხის ჟურნალისტები.

რამდენიმე დღის წინ  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა  შოთა ხიზანიშვილმა  განაცხადა, რომ „ყველა ჟურნალისტს, ვისაც საქართველოს ვიზა აქვს,  ცხინვალის  კონფლიქტურ რეგიონში თავისუფლად შესვლა  შეუძლია, თუმცა, შსს იხსნის პასუხისმგებლობას მათ შემდგომ უსაფრთხოებაზე“.

Media.ge

ახალი ამბები