კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ ”რჩეული”-ს მთავარ რედაქტორს ემუქრებიან

1 აგვისტო, 2006

გაზეთ ”რჩეული”-ს მთავარ რედაქტორს ემუქრებიან

აჭარაში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთი „რჩეული“ ქართულ პერიოდიკაში ახლად იდგამს ფეხს. გაზეთმა რეგულარული გამოცემა ერთი თვეა რაც დაიწყო,   სულ ექვსი ნომერი გამოვიდა, მისი მთავარი რედაქტორის მიმართ კი, „სამჯერ იყო ავტომანქნის დაჯახების მცდელობა“.

მაია სალუქვაძის განცხადებით, თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, მასზე თავდასხმები და მორალური ზეწოლა ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, მაია სალუქვაძეს რედაქციასთან ახლოს, მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც თავის ტვინის შერყევა მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთის რედაქტორმა ბრიფინგი მოაწყო. ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან ერთად, არასამთავრო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიწვია.

დაზარალებულის განცხადებით, მის მიმართ მიზანმიმართული თავდასხმა ხორციელდება: ”ეს არ იყო პირველი შემთხვევა. როცა პირველი ნომერი გამოვიდა, ქუჩაში მანქანა პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და კინაღამ დამეჯახა. ვიღაც ტიპმა დამიძახა, „გრძელი ენა გაქვს და თუ ჭკვიანად არ იქნები, უარესი დაგემართებაო”.
“რჩეულის” გამომცემელმა მანქანის ნომერი ვერ დაიმახსოვრა, მხოლოდ ის დააფიქსირა, რ ომ შავი ფერის მერსედესი იყო. სალუქვაძეს, სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ, კონკრეტული ვერსია არ აქვს: „არ ვიცი ვინ შეიძლება ყოფილიყო. სხვადასხვა ადამიანისაგან ჩვენი მისამართით სატელეფონო ზარებით მუქარა ხშირია“. როგორც რედაქტორი ამბობს, მუქარა მოდიოდა ხელისუფლების მხრიდან: „კახა მიქელაძემ უმაღლესი საბჭოს შენობაში ჩემ საცემრად გამოიწია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესმდივანი თეა ცეცხლაძე კი, პერიოდულად გვირეკავდა და დახურვით გვემუქრებოდა“.
 
სალუქვაძეს მიაჩნია, რომ ეს არის გაზეთის წინააღმდეგ დაწყებული დაშინების პოლიტიკა: „ჩვენ გაზეთში არაერთი კრიტიკული მასალა დაიბეჭდება. ვფიქრობთ, ხელისუფლება ამ გზებით ცდილობს დაგვაშინოს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და აღებულ კურსს არ გადავუხვევთ“.

media.ge

ახალი ამბები