კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში ორი რადიოაქტიური წყარო გააუვნებელყვეს

1 აგვისტო, 2006

ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში ორი რადიოაქტიური წყარო გააუვნებელყვეს

თბილისი.28.07.06.მედიანიუსი. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში აღმოჩენილი ორი რადიოაქტიური წყარო გააუვნებელყვეს. ეს წყაროები გარემოში ღიად იყო განთავსებული.

როგორც „მედიანიუსს“ ამ სამსახურის უფროსმა იოსებ კაკუშაძემ უთხრა, რადიოაქტიური ნივთიერება „ცეზიუმ 137“ რაჭის გეგმური შემოწმებისას აღმოაჩინეს. ეს ღონისძიება 17 ივლისს დაიწყო და ფაქტობრივად, დასრულების სტადიაშია.

ორი რადიოაქტიური წყაროდან ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელ ეზოში იპოვეს. იოსებ კაკუშაძის თქმით, ორივე წყარო კონტეინერში მოათავსეს და უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.

ჯერჯერობით უცნობია, მიაყენა თუ არა ზიანი რადიოაქტიურმა წყაროებმა ადგილობრივ მოსახლეობას.

იოსებ კაკუშაძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ შემთხვევის შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობით მიმართეს. მოსახლეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესწავლაზეც ეს უწყება იზრუნებს.

ახალი ამბები