კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ბავშვების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები საკმაოდ ხშირია

4 აგვისტო, 2006

საქართველოში ბავშვების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები საკმაოდ ხშირია

თბილისი.03.08.06.მედიანიუსი. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის სპეციალისტებმა ოჯახური ძალადობის პრობლემების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ექსპერტთა ინფორმაციით, მსოფლიოში 275 მილიონი ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ან მოწმეა.

საქართველოში მოქმედია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის თქმით, საქართველოში მსგავსი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს თუმცა, ბავშების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ნანუაშვილის განმარტებით, ძალადობის მსხვერპლი ფაქტის გახმაურებით არ არის დაინტერესებული, რადგან სამმართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირების იმედი არ აქვს. მსხვერპლმა წინასწარ იცის, რომ მის უფლებებს სათანადოდ არავინ  დაიცავს და დამნაშავე არ დაისჯება. სამართალდამცავი ორგანოებისადმი უნდობლობა ოჯახური ძალადობის ფაქტების მიჩქმალვას იწვევს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მსხვერპლი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე სამართალდამცველებს და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დასაცავად სწორედ მათ მიმართავს.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დამცავი კანონი არ არსებობს. `“ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის დაფინანსებით ამზადებს პროექტს „არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრირების რეფორმა საქართველოში.“ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული რეკომენდაციების პაკეტი, რომელშიც ამგვარი კანონის მიღების მოთხოვნაც შედის.

ახალი ამბები