კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფრასიძეების წინაარმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას ფილმი მიეძღვნა

7 აგვისტო, 2006

აფრასიძეების წინაარმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას ფილმი მიეძღვნა

თბილისი.06.08.06.მედიანიუსი. 7 აგვისტოს თბილისის კინოს სახლში გაიმართება სტუდია „რეპორტიორის“ ახალი ფილმის „მიართვით კუბდარი მინისტრს“ პრეზენტაცია.

ფილმი ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც დაიღუპნენ მამა-შვილი _ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააპატიმრეს. მათ სასამართლომ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფილმი „მიართვით კუბდარი მინისტრს“ 35-წუთიანია. ჩვენებაზე მიწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ხვალვე ნაჩვენები იქნება სტუდია „რეპორტიორს“ მომავალი ფილმის ანონსიც. ფილმი ეხება 2 მაისს თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც შს სამინისტროს სპეცოპერაციისას დაიღუპა ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, ბონდო ფუთურიძე კი მძიმედ დაიჭრა.

ახალი ამბები