კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ პროფესორ-მასწავლებელს ჯარიმის სახით 100-100 ლარის გადახდა დააკისრა

7 აგვისტო, 2006

სასამართლომ პროფესორ-მასწავლებელს ჯარიმის სახით 100-100 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისი.04.08.06.მედიანიუსი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხრა პროფესორ-მასწავლებელს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, 100-100 ლარის გადახდა დაეკისრა. ესენი არიან: თენგიზ სანაძე, ჯემალ მებონია, გიორგი გოგოლაშვილი, ვახტანგ ტუსკია, გელა დოლიძე, მაია ნათაძე, მედეა სიხარულიძე, ავთანდილ არაბული და დემურ ბახტაძე.

2006 წლის 3 ივლისს ისინი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ხუბუას კაბინეტში შევიდნენ და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს. ამის გამო მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობაში, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და თვითნებობაში დასდეს.

როგორც „მედიანიუსს“ პროფესორ-მასწავლებლების ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. მას დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „პროფესორ-მასწავლებლებს წვრილმანი ხულიგნობა არ ჩაუდენიათ. ეს ისეთი ქმედებაა, რომლის ჩადენაც ამ ხანდაზმული, ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანებისგან შეუძლებელია. ეს ვერც პროკურორმა დაასაბუთა. თუმცა, პროფესორ-მასწავლებლებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება დასაბუთების გარეშე მოითხოვა“, - თქვა ლია მუხაშავრიამ.

როგორც „მედიანიუსს“ სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ალეკო ცქიტიშვილმა უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია. „თუმცა, ძნელია,  ამ სასამართლო პროცესით ვინმე გახარებული დარჩენილიყო. სამწუხაროა, რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინეს“, - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ყველამ, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლებმაც, ერთსულოვნად აღიარა, რომ რექტორის კაბინეტიდან მათ გამოსაყვანად მისული პოლიცია ზრდილობიანად იქცეოდა, ანუ „პოლიციას ისინი არ დაურბევია, როგორც ეს მედიით გავრცელდა“.

ახალი ამბები