კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზურმა ფორმირებებმა კოდორის ხეობაში ქართველ სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს

8 აგვისტო, 2006

აფხაზურმა ფორმირებებმა კოდორის ხეობაში  ქართველ სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს

თბილისი.07.08.06.მედიანიუსი. დღეს დილით კოდორის ხეობის სოფელ ლათასთან განლაგებულმა აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების  რაზმების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც "მედიანიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა, ქართული პოზიციებისკენ სეპარატისტები მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ნაღმტყორცნებით ისროდნენ.

სროლის პარალელურად ქართული პოზიციებისკენ გადაადგილება სცადა აფხაზთა 20-კაციანმა რაზმმა. თუმცა მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც ქართულმა სპეცრაზმმა აფხაზურ მხარეს  აცნობა, რომ თუ გადაადგილებას გააგრძელებდნენ, გაიხსნებოდა საპასუხო ცეცხლი.

სარწმუნო წყაროს თქმით, ქართული შეიარაღებული ქვედანაყოფები თავს იკავებენ საპასუხო ცეცხლის გახსნისაგან, თუმცა თუ გაგრძელდებოდა ქართული პოზიციების პერმანენტული დაცხრილვა, ადეკვატური ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.

ახალი ამბები