ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა
თბილისი.08.08.06.მედიანიუსი. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში პატიმარი, 32 წლის კახა ბენაშვილი გარდაიცვალა. მას მარცხენა ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზისა და ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.
ბენაშვილი ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ტარებისათვის 2005 წელს დააპატიმრეს. 2006 წლის ივნისში ავადმყოფი პატიმარი თბილისის №ხუთი საპყრობილედან ჯერ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ კი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.