კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის რაიონის გამგებელს დაიჭერენ?

10 აგვისტო, 2006

სიღნაღის რაიონის გამგებელს დაიჭერენ?

 „ადამაინის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

საქმე სიღნაღის რაიონის გამგეობის ძველ ბეჭედს ეხება, რომელიც ახლის დამზადებისთანავე, 2005 წელს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სიღნაღის რაიონის გამგეობამ ბეჭედი არ გააუქმა და მისით, ძველი რიცხვებით, მთელ რიგ საიჯარო დოკუმენტებს ამოწმებდნენ.

ავრცელებული ინფორმაციით, ამ გზით, ასობით ჰექტარი მიწის იჯარით გაცემას სიღნაღის რაიონის მოქმედი გამგებელი ბერდო ასანიშვილი, მისი მრჩეველი, მცირე ხნის წინ კი გამგებლის მოადგილე მამუკა მანგოშვილი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი, მოიჯარეებთან კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ ახდენდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, კახეთის საოქლო პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა სიღნაღის რაიონის რამდენიმე სოფლის გამგებელი, რომელთაც აღნიშნული დაადასტურეს.  გავრცელებული ცნობით, ამ საქმეს პარლამენტის წევრი, ამავდროულად ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ აბულაშვილი მფარველობდა, თუმცა პროკურატურას ინფორმაცია მომხდარის შესახებ ბოლოს სწორედ მან მიაწოდა.

ჩვენთან საუბარში სიღნაღის რაიონის გამგებელი ბერდო ასანიშვილი და მისი მრჩეველი მამუკა მანგოშვილი გამგეობაში ძველი ბეჭდის არსებობას და, შესაბამისად, მის აღმოჩენას უარყოფენ. მათი თქმით, ეს ყველაფერი სიცრუეა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ. სავარაუდოდ, თანამდებობის პირებს რამდენიმე დღეში დააკავებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები