კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მხარე რუს სამშვიდობოებს დანაშაულებრივ უმოქმედობაში დანაშაულებს

10 აგვისტო, 2006

ქართული მხარე რუს სამშვიდობოებს დანაშაულებრივ უმოქმედობაში დანაშაულებს

თბილისი.07.08.06.მედიანიუსი. დღეს ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში ქართველ პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პროვოკაციად მიიჩნევს და რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„მომხდარ ინციდენტს ჩვენ ვაფასებთ, როგორც მორიგ პროვოკაციას. ამასთან ხაზგასმით ავღნიშნავთ რუსი სამშვიდობოების დანაშაულებრივ უმოქმედობას, ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური პროვოკაციული ქმედებები უკვე რეგულარულ სახეს იღებს, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს არის კარგად შემუშავებული სცენარი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მხარის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევას და სამშვიდობო პროცესის ტორპედირებას“, აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათივე აზრით, მომხდარი ცხადყოფს სამშვიდობო პროცესში არსებული მექანიზმების არაეფექტურობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქმედითუნარიანი ფორმატების შექმნის აუცილებლობას, რომლებიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის წინსვლას და ვითარების სტაბილიზაციას.

ცნობისთვის: დღეს სოფელ ავნევთან მდგომ პოლიციის მანქანას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ორმა ნიღბიანმა პირმა. შედეგად, დაიჭრა სამი ქართველი სამართალდამცველი, ერთი მათგანი მძიმედ. ამჟამად ქართველი პოლიციელები ქარელის და გორის საავადმყოფოებში იმყოფებიან.

ახალი ამბები