კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა 682 სააპელაციო განაცხადი შევიდა

20 აგვისტო, 2006

თბილისი.20.08.06.მედიანიუსი. 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განცხადებების მიღება დაასრულა. სააპელაციო პუნქტებში განცხადებების მიღება 15 აგვისტოდან მიმდინარეობდა.

თბილისის სააპელაციო პუნქტში 522 განაცხადი შევიდა. აქედან 160 განაცხადი საქართველოს დანარჩენ რაიონებშია რეგისტრირებული. სააპელაციო განცხადებების რაოდენობამ საერთო ჯამში 682 შეადგინა, რაც შარშანდელი აპელაციების რაოდენობაზე 57 პროცენტით ნაკლებია.

სააპელაციო კომისიების მუშაობის დასრულების შემდეგ ჩარიცხულ აბიტურიენტთა სია გამოქვეყნდება. ასევე, გამოქვეყნდება საბოლოო რეიტინგული სია, რომელიც განსაზღვრავს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსების მიღებას. აბიტურიენტები, რომლებიც მითითებულ ფაკულტეტებზე ვერ ჩაირიცხნენ, შეუძლიათ მეორადი განაცხადი დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე გააკეთონ, თუ ჩაბარებული გამოცდები ფაკულტეტების მოთხოვნილს შეესაბამება.

ახალი ამბები