კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომის ვეტერანებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

22 აგვისტო, 2006
თბილისი.22.08.06.მედიანიუსი. დღეს თბილისის მერიის წინ ომის ვეტერანთა კავშირმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, შეკრების მიზანია საზოგადოებას დაანახონ, თუ როგორ ატყუებს ხელისუფლება მოსახლეობას. ომის ვეტერანთა კავშირი მერიის მიერ ვეტერანთა დაზღვევის პოლისების დაფინანსებას აპროტესტებს. აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ ისინი პოლისით ვერ სარგებლობენ და ამის ნაცვლად ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსებას ითხოვდნენ. როგორც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვეტერანთა საპროტესტო აქცია უსაფუძვლოა და პროვოკაციაა, რადგან ჯანმრთელობის დაცვის პოლისით 52 ათასი კაცი სარგებლობს და ამ პროექტმა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა. 3000-ლარიანი ჯანმრთელობის დაცვის პოლისი ვეტერანთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მერიის მიერ არის დაფინანსებული.

ახალი ამბები