კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ავარიულ შენობაში ცხოვრობენ

22 აგვისტო, 2006
19 აგვისტოს ზუგდიდში ჩამოვიდა გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუთიერესი. უმაღლესმა კომისარმა მოინახულა ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ნერვოპათოლოგიური განყოფილების შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები. ასეთი მაღალი რანგის სტუმარი კარგა ხანია აქ არ უნახავთ და დევნილებიც დიდი იმედით ელოდნენ მას. მაგრამ სამწუხაროდ, მათ იმედი გაუცრუვდათ. დევნილთა უმაღლესი კომისარი მათთან სულ რაღაც 10ოდე წუთი დარჩა და გზა გააგრძელა. მას პირველ რიგში აინტერესებდა, უნდათ თუ არა დევნილებს აფხაზეთში დაბრუნება, რაზეც ყველამ დადებითი პასუხი გასცა. კომისარმა საკუთარი თვალით იხილა თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ დევნილები. პირობები კი ასეთია: სართულებს შორის უზარმაზარი ბზარებია, რაც შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს. არა აქვთ ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, იატაკი არ არსებობს, ოთახებში ვირთხები დარბიან, მაშინ როდესაც ყველა ოთახში მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. მიმდინარე წელს შენობა გაარემონტა საერთაშორისო ორგანიზაციამ "გადავარჩინოთ ბავშვები". თუმცა, არც გარეთ და არც შიგნით რემონტის კვალიც კი არ ჩანს. გაეროს დავნილთა უმაღლეს კომისარს ადგილზე დახვდნენ პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო_ზემო სვანეთში ზაზა გოროზია, დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მიქავა, სხვა ხელმძღვანელი პირები. ანტონიო გუთიერესმა მათ განუცხადა, რომ აუცილებელია დევნილთათვის ადამიანური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, მათი ღირსეული დაბრუნებისა და უსაფრთხოებისათვის სტრატეგიის შემუშავება. უახლოეს მომავალში, ამისათვის სპეციალური (მერამდენე) კომისია შეიქმნება. ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები