კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყიფშიძის სახელობის კლინიკაში პატიმარი გარდაიცვალა

23 აგვისტო, 2006
თბილისი.23.08.06.მედიანიუსი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში 22 აგვისტოს პატიმარი, 29 წლის ოთარ მაისურაძე გარდაიცვალა. ოთარ მაისურაძე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ივლისს რუსთავის #მე-6 საპყრობილედან გადაიყვანეს, ხოლო 22 აგვისტოს, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, ავადმყოფი, სასწრაფო წესით, ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში მოათავსეს. სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, ავადმყოფს ნეიროცირკულატორული დისტონია, კარდიალური ტიპის დეპრესიული მდგომარეობა, უცნობი ეტიოლოგიის მედიკამენტოზური კომა, ასფიქსია, მენდელსონის სინდრომი და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. ოთარ მაისურაძე შსს-ს ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2006 წლის 21 თებერვალს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

ახალი ამბები