კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატი ხელისუფლებას აუდიოჩანაწერის გაყალბებაში ადანაშაულებს

23 აგვისტო, 2006

თბილისი.23.08.06.მედიანიუსი. “გარკვეულმა სტრუქტურებმა შეგნებულად გააყალბეს ირაკლი ბათიაშვილისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რათა მათ ირაკლი ბათიაშვილის დაჭერის საბაბი მიცემოდათ”, - განაცხადა დღეს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა. მან საზოგადოებას 21 აგვისტოს სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად მოპოვებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩაწერილი ირაკლი ბათიაშვილისა და ემზარ კვიციანის 23 ივლისის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გააცნო. აუდიო ჩანაწერში ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მას კუპალბამ დაურეკა და "გარკვეული რაოდენობით გვერდში დადგომა" შესთავაზა. კვიციანის შემდეგი ფრაზა კი ტელევიზიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამოჭრილია. კვიციანი ამბობს (სტილი დაცულია): "მე ვუთხარი, მე თვითონ იმას ვიზავ-თქო და რო გაგვწყვიტავენ, მერე რაც გინდა, ის გააკეთეთქვა, მაგრამ მაგას ვერ მოესწრებიან'. ამოჭრილია ბათიაშვილის ფრაზაც: 'მარა შენ რო იცოდე, მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ტელევიზიით რაც აჩვენეს შენზე, ყველაფერი მაინც შენს სასარგებლოდ არის, იმიტომ, რომ ჩანს, ძმაო, რო შენ ხარ მებრძოლი კაცი ამ კუთხისთვის".

ადვოკატის თქმით, სწორედ ეს გაყალბებული მტკიცებულებები დაედო საფუძვლად ბათიაშვილის დაჭერას. მისთვის წაყენებული ბრალდება, თითქოს მან იცოდა, რომ კვიციანმა კუპალბას დახმარება მიიღო და სათანადო ორგანოებს არ შეატყობინა, უსაფუძვლოა, რადგან კვიციანს ეს დახმარება არ მიუღია.

იოსებ ბარათაშვილი 24 აგვისტოს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს იმ პირთა ვინაობის დადგენის თხოვნით მიმართავს, ვინც აუდიო ჩანაწერი შეგნებულად გააყალბა. ვინაიდან აღნიშნული აუდიოჩანაწერი პირველად ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერით გადაიცა, ადვოკატი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისაგან ელის განმარტებას, ვისგან და რა სახით მიიღეს მათ აღნიშნული მტკიცებულება.

ახალი ამბები