12:29, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი სოფელ სარაჩლოს გამგებლის დასჯას ითხოვს

23.08.2006
თბილისი.23.08.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველი ბოლნისის რაიონის სოფელ სარაჩლოს გამგებლის, რამაზ სოფიევის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 14 აგვისტოს სოფიევმა სარაჩლოში დროებით მცხოვრებ ქართველებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ბაშვების დაბადების მოწმობები ჩამოართვა. ხოლო მათ, ვისაც ეს დოკუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,  სოფლის დატოვება მოსთხოვა. სოფიევს მოქალაქეებისათვის დოკუმენტების ჩამორთმევის საფუძველი არ განუმარტავს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს 22 აგვისტოს სოფლის მაცხოვრებლები გაესაუბრნენ. მათი განმარტებით, ერთ-ერთი დაზარალებული, კლარა აკობიძე მეექვსე წელია ოჯახთან ერთად ჩადის სარაჩლოში და მიწას ამუშავებს. ადგილობრივი აზერბაიჯანელები და დროებით სამუშაოდ ჩასული ქართველები ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს პატივისცემით ექცეოდნენ. მათ კონფლიქტური ურთიერთობა მხოლოდ წელს და მხოლოდ გამგებელთან აქვთ. მათივე თქმით, გამგებელი თვითნებურად მოქმედებს და კანონებს არ ემორჩილება.

რამაზ სოფიევმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რთული კრიმინოგენური ვითარების გამო მან აუცილებლად უნდა იცოდეს, მისი მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დროებით შემოსულ პირთა ვინაობა, რადგან დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა დაკავება სწორედ გამგებლის მეშვეობით ხდება-ხოლმე.

იმავე საღამოს სოფლის მოსახლეობამ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ტელეკომით შეატყობინა, რომ სარაჩლოდან მათი წასვლის შემდეგ გამგებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ ჰუსეინ კანჯალიევს, რომელთანაც ქართველები ცხოვრობენ და მუშაობენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეს თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება აქვს, საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას კი მოქალაქეთა რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს და არა სოფლის გამგებელი. მით უმეტეს, რომ სარაჩლოში მცხოვრები ქართველები იქ მხოლოდ 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სარაჩლოს გამგებელმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და გენერალურ პროკურატურას რამის სოფიევის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართავს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC