კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პატიმრისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას ითხოვენ

25 აგვისტო, 2006

თბილისი.25.08.06.მედიანიუსი. ციხეში მყოფი პირველი ჯგუფის ინვალიდის, ეტლს მიჯაჭვული მალხაზ ედელაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია `ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის~ ლიდერი ნანა კაკაბაძე.

ედელაშვილს თავის ქალის გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, მაგრამ პატიმარი სპეციალიზებულ დაწესებულებაში არ გადაჰყავთ.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით კი, პატიმარს ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს, თავში კი 15 წლის წინათ მიღებული ტრავმისას მიყენებული ჭრილობა აქვს, რომელიც სასწაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

ნანა კაკაბაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების ადგილებში ხშირია პატიმართა სიკვდილიანობა, თუმცა, ამის გამო არავინ ისჯება.

ახალი ამბები