კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ უფლისციხეში ეპიდემიამ იფეთქა

29 აგვისტო, 2006

29. აგვისტო. 2006. გორი. გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში მაცხოვრებელი ბავშვები მასობრივად იწამლებიან. 4 წლის გვანცა ყრუაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვი დაბინძურებული წყლით და ჰაერით მოიწამლა. ბავშვს მაღალი სიცხეები, ყელის და მუცლის ტკივილი აწუხებს. ვისაც საშუალება აქვთ და მოასწრეს, ბავშვები ახლობლებთან გახიზნეს. ანალოგიური საშიშროების ქვეშ დგანან მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი.

სოფელ უფლისციხეში 10 კომუნალური საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს.  თითო კორპუსში 8 ოჯახი ცხოვრობს. მათ აქვთ საერთო საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ამჟამად მწყობრიდან არის გამოსული. 10 კორპუსის ფეკალური მასა მთლიანად ზედაპირზე ამოდის, რომლითაც ახლომდებარე ბაღ-ვენახები და სასმელი წყლის ჭები ივსება. გარდა ამისა, პაპანაქება სიცხის და აორთქლებადობის მაღალი ხარისხის გამო მძაფრი სუნი დგას. ბავშვების ავადმყოფობა ყელის ტკივილებით იწყება.

მოსახლეობამ ერთობლივი განცხადებით, ჯერ კიდევ მაისის თვეში შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს მისწერეს. მიხეილ ქარელის მოადგილემ გელა ზოზიაშვილმა ასეთი პასუხი გამოუგზავნა უფლისციხელებს: ,,განვიხილეთ თქვენი განცხადება გორის რაიონის გამგებელსა და ქვახვრელის თემის საკრებულოს გამგებელთან ერთად. გაცნობებთ, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები რეალურია, მთლიანად შესაცვლელია საკანალიზაციო სისტემა, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც თემის, ასევე გორის რაიონის გამგეობას არ გააჩნია შესაბამისი თანხები, რათა მოხდეს სისტემის მთლიანი რეაბილიტაცია. განცხადება აყვანილია კონტროლზე და დაფინანსების მოძიების შემთხვევაში გაგეწევათ დახმარება“ - წერს გელა ზოზიაშვილი.

დაფინანსების მოძიების იმედით უფლისციხელები მაისის თვიდან ელოდებოდნენ მთავრობის წევრებს. თუმცა 20 აგვისტოდან დაფინანსება მოძიებული ადგილობრივი ხელისუფლება უფლისციხეში გამოჩნდა, მაგრამ არა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისათვის, არამედ ჭიშკრების შესაღები მასალებით. ,,კონდოლიზა რაისმა უნდა გამოიაროს და ეზო-კარმიდამო ლამაზი დაახვედრეთო“ - განუცხადეს გამგეობის თანამშრომლებმა.

როგორც გავარკვიეთ, სოფელ უფლისციხის შუაგულში განთავსებული თავდაცვის სამინისტროს ბაზის ნაგავიც სოფელში იყრება. ჯარისკაცებს საკანალიზაციო სისტემა შიგნით კი მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ გამდინარი წყლები სოფლის მაცხოვრებლების საცხოვრებელ სახლებში და ბაღებში შედის. მოსახლეობას პრეზიდენტის დაინტერესების იმედი აქვს.

ახალი ამბები