კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკოს თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელის ბრალდებას უარყოფს

29 აგვისტო, 2006

 თბილისი.29.08.06.მედიანიუსი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი უარყოფს რესპუბლიკური პარტიის წევრის, თინათინ ხიდაშელის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისიებს წევრთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი უკანონოა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ცესკოს მიღებული არ ჰქონდა კონკურსის დებულება, რის გამოც დაირღვა საარჩევნო კოდექსის 37-ე მუხლი.

`საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი წინა კონკურსის პირობები და ვადები საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაადგინეს. რაც შეეხება ხელახალ კონკურსს, კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ მისი ჩატარების წესი, პირობები და ვადები ცესკომ დაადგინოს. ისინი ცესკომ გუშინ გამართულ სხდომაზე დაადგინა, ~ _ აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.

ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ხელახალი კონკურსი 28 აგვისტოს გამოცხადდა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება 30 აგვისტოს დასრულდება.

ახალი ამბები