კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო "იმედის" რეგიონული კორესპონდენტი ირწმუნება, რომ მას პოლიცია დევნის

6 სექტემბერი, 2006

რადიო "იმედის" სამეგრელოს რეგიონული კორესპონდენტი ნანა ფაჟავა პოლიციას მის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტის განცხადებით, მას შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უკანონოდ დაეკისროს.
მისი თქმით, 30 აგვისტოს, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი გარე მოვაჭრის დაკავებას შეესწრო. მოვაჭრე უბნის ინსპექტორებს არ ემორჩილებოდა, მათ შორის არსებული წინააღმდეგობის გადაღებას კი ჟურნალისტი მობილური ტელეფონით შეეცადა.

"ამ დროს უცნობი, ადამინი მოვიდა ჩემთან, ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა, სახეში გამარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ეს პირი მეგონა კრიმინალი, რომელმაც შემთხვევით ისარგებლა და გამძარცვა. ამის საპასუხოდ უცნობს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და ფიზიკურად შევეწინააღმდეგე. რამდენიმე წუთში უცნობმა განაცხადა, რომ პოლიციელი იყო. ამ ინციდენტის გამო, სამართალდამცველებს მიავიწყდათ გარე მოვაჭრე და ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ავტომანქანაში ჩემს ჩასმას შეეცადნენ. უფორმო პოლიციელმა ტელეფონიდან ის მცირე მასალა ამოშალა, რისი გადაღებაც მოვახერხე",- განაცხადა ფაჟავამ.

მისივე თქმით,  გუშინ  გაირკვა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამო, იგი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაშია მხილებული. აღნიშნული მუხლები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმიდან 30 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველების ინფორმაციით, გარე მოვაჭრე პოლიციელების წინააღმდეგ მე წავაქეზე და ვიმუქრებოდი. სინამდვილეში მე ამ ქალის ვინაობა არც კი ვიცოდი. გარდა ამისა, მე რომ მართლსაწინააღმდეგო ფაქტი ჩამედინა, პოლიციას ადგილზევე უნდა დავეკავებინე და ოქმი შეედგინა, რაც არ მომხდარა. ოქმი ინციდენტიდან მეხუთე დღეს დაიწერა",-განაცხადა ფაჟავამ.

რადიო "იმედის" კორესპონდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები მის დევნას ადრეც ახორციელებდნენ.

ჟურნალისტს მაგალითად მოჰყავს 2005 წლის 20 ნოემბერს მომხდარი ფაქტი. ფაჟავას თქმით, ამ დღეს, როდესაც ზუგდიდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოლოდინში იყო და ზუგდიდში შადრევანი უნდა გახსნილიყო, მოქალაქე ლუიზა ფ იფია გაიტაცეს, რის გამოც მოსახლეობის საპორტესტო აქცია გაიმართა.

"ამ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი მერაბ გერგაია გატაცებულის დედას ძალის გამოყენებით ავტომანქანაში სვამდა, მე ეს ინციდენტი ტელეფონით გადავიღე, რამაც ძალოვნების გაღიზიანება გამოიწვია. ამას სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა, რის გამოც ჩემზე ფიზიკური ზემოქმედების მცდელობაც კი იყო. დღემდე, ბევრი ისეთი ფაქტი გავახმაურე, რასაც პოლიცია თავის დროზე მალავდ ა,"-განაცხადა ფაჟავამ.
ჟურნალისტი მომავალში მის წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის განხორციელებასაც არ გამორიცხავს. ნანა ფაჟავამ უფლებების დასაცავად და მომხდარზე ადექვატური რეაგირებისთვის პროკურატურას და სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლობას მიმართა.

30 აგვისტოს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდარ ინციდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი ლავჍ ?ენტი თოდუა იძიებს.

ახალი ამბები