კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ აფარებს ხელს პარლამენტარს?

18 სექტემბერი, 2006

 16 სექტემბერს, დაახლოებით 6 საათზე, ზუგდიდი- თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის თეკლათის მიდამოებში, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
ვაზ-2104 მარკის ავტომობილი შეეჯახა კვიცს. მანქანა საკმაოდ  სერიოზულად დაზიანდა, იმდენად, რომ ავარიის ადგილიდან ის მისაბმელით გადაიყვანეს. კვიცი დაიღუპა.

თვითმხილველთა თქმით, მანქანას მართავდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი წალენჯიხის რაიონიდან გუგე ცანავა. საპატრულო პოლიციას მომხდარ ფაქტზე ოქმი არ შეუდგენია და შესაბამისად, არც პარლამენტარისათვის მოუთხოვია ვინმეს პასუხი მომხდარზე. სოფლის მაცხოვრებლები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ პარლამენტარი არ დასაჯეს. საპატრულო პოლიცია აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებზე ოქმი არ დგება ხოლმე.

არც დაღუპული ცხოველის პატრონი გახსენებია ვინმეს, მისთვის ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. რატომ არ აგებინეს პასუხი პარლამენტარს? რატომ არიან კანონის წინაშე ვალდებული მარტო ჩვეულებრივი მოკვდავნი? ეს ის კითხვებია, რომლებიც საზოგადოებას კარგა ხანია აწუხებს და პასუხებს ამაოდ ელოდება.
 
ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ გუგე ცანავა შეეცადა მიმალვას და შემდგომ განაცხადა, რომ საჭესთან იჯდა მანქანის პატრონი, მისი ნათესავი. დაზიანებული მანქანა 10 საათზე წალენჯიხაში გადაიტანეს.
 

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები