კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები იწყება

24 სექტემბერი, 2006

თბილისი.24.09.06.მედიანიუსი. დღეს ტყიბულის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაწყება.

ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგის ტექნიკური გაუმართაობის გამო მატარებელთა მოძრაობა 2003 წლიდან შეჩერებული იყო. ეს  სარკინიგზო ხაზი ძირითადად ადგილობრივ წარმოებებს ემსახურებოდა და მას შემდეგ, რაც ტყიბულში შეჩერდა საწარმოების მუშაობა, სარკინიგზო მიმოსვლაც გაჩერდა და მოსახლეობა მთლიანად მოწყდა რაიონულ ცენტრს.

შპს ,,საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში ადგილობრივი მრეწველობის განვითარებისა და მოსახლეობისათვის ხელსაყრელი სატრანსპორტო საშუალების აღდგენის მიზნით, ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

პროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს. მისი ღირებულება 10 მლნ. ლარია. პირველ ეტაპზე 42 კმ. სიგრძის სალიანდაგო მაგისტრალის აღდგენა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები დაჩქარებული ტემპებით განხორციელდება და რამოდენიმე თვეში სადგურების (გელათი, ორპირი, ხრესილი, საწირე, ტყიბული) ფუნქციონირება განახლდება. ეს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. განახლდება ყველაზე კომფორტული, იაფი და ხელსაყრელი ტრანსპორტის მიმოსვლა. 

ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო კუბლაშვილი, რაიონის გამგებელი კოტე ბოჭორიშვილი და შპს ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია დაესწრებიან.

ახალი ამბები