კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია ფოთის პორტში

3 ოქტომბერი, 2006

2 ოქტომბერს, ფოთის პორტის ადმინისტრაციული შენობის წინ, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ პორტში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ქიმიური ნაერთების, კერძოდ კი ალუმინის ოქსიდის ჩამოტვირთვა. აქციის ორგანიზატორის გ. მასხულიას განცხადებით, ფოთში ბოლო დროს საგრძნობლად იმატა სისხლის, ონკოლოგიურმა და ენდოკრინოლოგიურმა დაავადებებმა( სკოლის მოსწავლეთა შორის ხშირია ჩიყვი). პორტის ადმინისტრაციის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პორტის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა თბილისის ეკოლოგიურ- ინფექციურ კვლევით ცენტრს. მისი თქმით, თუკი ცენტრი დაადასტურებს, რომ ალუმინის ოქსიდი მავნებელია და ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ისინი აუცილებლად მიიღებენ ადექვატურ ზომებს.
აქცია გამაფრთხილებელი იყო და რამდენიმე წუთში დაიშალა.

ნატო ბერულავა, ფოთი

ახალი ამბები