კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის რაიონში სკოლა დახურეს

6 ოქტომბერი, 2006

მიმდინარე სასწავლო წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯის დიდობერის საშუალო სკოლაში პირველი ზარი არ დარეკილა. როგორც სკოლის დირექტორმა მარინა ჟორჟოლაძემ ჟურნალისტებს გვაცნობა, სკოლა განათლების სამინისტროს ბრძანებით, მიმდინარე წელს დახურულა. მისივე განმარტებით, სკოლის დახურვის მიზეზი მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირე იყო.

4 ოქტომბერს სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სკოლის ეზოში. დაახლოებით 100-მდე ადამიანი შეიკრიბა იქ და ყველას აზრი სკოლის დახურვასთან მიმართებაში ერთნაირი იყო_ სკოლა არ უნდა დაეხურათ. მათი თქმით, ბავშვებს 4-5 კმ მანძილის გავლა მოუწევთ, რაც მათი აზრით ამ მაღალმთიან სოფელში ზამთარში ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით პატარებისათვის, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის.

ჭაქვინჯში კიდევ ერთი საშუალო სკოლაა სოფლის ცენტრში და დიდობერის სკოლის მოსწავლეებმა სწორედ იქ უნდა იარონ. ჯერჯერობით აქცია გამაფრთხილებელი იყო, თუმცა სკოლის დახურვით უკმაყოფილო და უმუშევრად დარჩენილი პედაგოგები აქციების გამართვას უახლოეს მომავალში რაიონის გამგეობასთან გეგმავენ.
 

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები