კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკუთვნის თუ არა პენსია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს?

11 ოქტომბერი, 2006

1993 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც აფხაზმა და მათმა დაქირავებულმა ბოევიკებმა დაიკავეს გალის რაიონი, სოფელ ფიჩორიდან დაიკარგა მურთაზ ოკუჯავა. ოჯახი 5 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა მას. თავდაპირველად, მურთაზ ოკუჯავას  მეუღლის, მარიკა შენგელიას განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე აფხაზებს ჰყავდათ ტყვედ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი მისი კვალი სამუდამოდ დაიკარგა. მ. შენგელიამ ყველანაირ ინსტანციას მიმართა დახმარების მიზნით, თუმცა ამაოდ. მისი მეუღლის შესახებ არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობდა.
 
მარიკა შენგელიას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, უფროსი ბიჭი და ორი გოგონა (პატარა 8 თვის იყო). იგი კარგა ხანს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში იყო შეხიზნული შვილებთან ერთად. ერთი წლის წინ კი მას პრინცესა ვერონიკა მიურატი დაეხმარა მას და მის შვილებს (მარიკა მეორე წელია დამბლადაცემულ პატარა ლიკა ლაშარიასაც უვლის. გოგონას არ ჰყავს სხვა ახლობელი მის გარდა. საკუთარმა ბებიამაც კი ვერ შეძლო მისი მოვლა უსახსრობის გამო, დედას კი დაბადების მერე არც უნახია) საკუთარი არა, მაგრამ ჭერი მაინც აქვთ.

მ. შენგელიას თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა უწყებებს და ითხოვდა პენსიის დანიშვნას, თუმცა პასუხი ყველგან ერთნაირი იყო_ პენსია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს არ ეკუთვნით. 11 ლარიანი შემწეობის იმედად დარჩენილი 5 სულიანი ოჯახი ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს დახმარებისათვის.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები