კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

60 წლის ქალბატონი შველას ითხოვს

16 ოქტომბერი, 2006

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები ნაილი გეჯაძის ახლობლები შველას ითხოვენ. კასპის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ 60 წლის ქალბატონს პროცესზე ნაილი გეჯაძის დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვინაიდან ნაილი გეჯაძე პროცესზე არ იმყოფებოდა, პროკურატურის შუამდგომლობით ქალბატონზე ძებნა გამოცხადდა.

ნაილი გეჯაძის ინტერესებს ამჟამად ,,ქრისტიანულ-მართლმადიდებლური კავშირის” თავმჯდომარე ლეილა სამხარაძე იცავს. ლეილა სამხარაძის თქმით, კასპის მოსამართლე გენადი მილაძემ კანონის  ნორმების დარღვევით ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, უდანაშაულო ქალბატონს პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

ლეილა სამხარაძე: „ქალბატონი ნაილი გეჯაძე უსამართლოდ იჩაგრება.  პროკურატურა და სასამართლო ყველაფერს აკეთებს  პოლიციის უფროსის გასამართლებლად და კასპის პოლიციის ინტერესების დასაცავად.“

საქმე იმაშია, რომ 2006 წლის 21 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები ნაილი გეჯაძე იმყოფებოდა კასპის პოლიციის უფროსის შოთა როსტიაშვილის კაბინეტში. ნაილი გეჯაძე წლების განმავლობაში კასპის პოლიციისაგან საკუთარ მეზობელთან არსებული კონფლიქტის მოგვარებას ითხოვდა. გეჯაძეს მეზობლებთან მიჯნის თაობაზე ჰქონდა დავა. გეჯაძის განცხადების საფუძველზე კასპის პოლიციამ გეჯაძის მეზობლებს მავთულბადე მოუშალა. 21 თებერვალს კი ნაილი გეჯაძე პოლიციაში იმიტომ მივიდა, რომ იქნებ იმ ბოძების მოშლაშიც დამეხმაროთ, რაზეც ჩემს მეზობლებს მავთულბადე ჩემს ნაკვეთში ჰქონდათ შემოვლებულიო. გეჯაძემ ჯიბიდან 50 დოლარი ამოიღო და პოლიციის უფროსს მაგიდაზე დაუდო – ამ ფულით თქვენმა ბიჭებმა ისიამოვნონო…

კასპის პოლიციის უფროსმა შოთა როსტიაშვილმა გეჯაძის მიერ 50 დოლარის დადება ქრთამის მიცემად შეაფასა. სასწრაფოდ დაურეკა ოპერატიულ თანამშრომლებს და მომხდარი ფაქტი აუწყა. ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება ნაილი გეჯაძის მიმართ მაშინვე დაიწყო. 60 წლის მანდილოსანი იქვე დააპატიმრეს.

23 თებერვალს კასპის სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 10 000 ლარი შეუფარდა. ამ ხნის განმავლობაში გეჯაძემ აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადა, რის გამოც გირაო პატიმრობით შეეფარდა. სწროედ ამ ფაქტის გამო არიან შეწუხებულები მისი ახლობლები და წარმომადგენელი.

რაც შეეხება იმ 50 დოლარს, თუ საიდან ჰქონდა ასაკოვან მანდილოსანს უცხოური ვალუტა, მისი წარმომავლობაც დადგინდა. ირკვევა, რომ ნაილი გეჯაძის გოგო ამერიკის შეერთებულ შტატებშია გათხოვილი, საიდანაც დედას ყოველთვიურად რამდენიმე ასეული დოლლარს უგზავნის. კასპის პოლიციაში კი ჰგონიათ, რომ გეჯაძე სპეციალურად იყო მიგზავნილი.

ახალი ამბები