კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდებო!

16 ოქტომბერი, 2006

ჩვენ მოგმართავთ დღეს თქვენ, მივმართავთ ერთმანეთს, ვინაიდან ჩვენ გვრცხვენია. ჩვენ გვრცხვენია, რომ პოლიტიკურმა ამბიციებმა, არაშორსმჭრეტველობამ და ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობის აგრესიამ შეიძლება მიგვიყვანოს გაუგებრობამდე და გათიშვამდე. ჩვენ გვრცხვენია, რომ ბორჯომის, ღვინის და ვიზების გარეშე ერთმანეთთან ჩასვლას შეიძლება დაემატოს ის, რომ დავკარგოთ მეგობრები და თანამოაზრეები. ჩვენ არ გვინდა, რომ მომავალმა თაობებმა დაივიწყონ რუსი და ქართველი ხალხის საუკუნეობრივი მეგობრობის შესახებ და მხოლოდ შუღლი და კონფლიქტები დაიმახსოვრონ.

ჩვენ არ გვინდა კამათი იმაზე თუ სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე სახელმწიფოს საზღვარი. ჩვენ არ გვაინტერესებს გეოგრაფიული დასახელებები და მშვიდობისმყოფელთა ფორმის ფერი. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს რომ ნამდვილ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ერთმანეთთან ისტერიკის და დაშინების გარეშე საუბარი. თუმცა სამწუხაროდ ეხლანდელი სიტუაცია სხვა მიმართულებით ვითარდება.

ჩვენ ძალიან გვინდა შევინარჩუნოთ – ანდა შევქმნათ – სივრცე იმისათვის, რომ საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდობამ შეძლოს ერთმანეთთან ურთიერთობა. იმისათვის, რომ შევძლოთ საუბარი იმაზე რაც გვაინტერესებს და გვაღელვებს. გვინდა, რომ მათ ვინც ჩვენ ამოვირჩიეთ ბოლოს დ ბოლოს გაიგონ იმ ხალხის ხმა, ვის ინტერესებსაც თითქოს იცავენ.

ჩვენ გთავაზობთ შევქმნათ რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდობის სამოქალაქო დიალოგი – თავისუფალი პლატფორმა აქტივისტებისათვის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებსაც არ მოსწონთ გათიშვის პოლიტიკა. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ შერყეული წონასწორობა მიუხედავად “გეოპოლიტიკური” და “ეკონომიკური” ინტერესებისა – არამედ ახლის შენებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი ოცნებაა, რომ ახალგაზრდებმა რუსეთიდან (მათ შორის სამხრეთ კავკასიიდან) და საქართველოდან შეძლონ თავისუფლად ურთიერთობა, ჩასვლა ერთმანეთთან, ეროვნების უშიშრად დასახელება, ერთობლივად მუშაობა და ქმედება, ერთმანეთისათვის ზრდაში დახმარება. ჩვენ გვაქვს ერთმანეთისათვის სათქმელი, გასაზიარებელი და გასაცველელი ბევრი რამ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და რუსეთს შეწყვიტონ კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ კეთილ(მეზობლურ)ი ურთიერთობები ჩვენს ერებს შორის მიუხედავად კონკრეტულ პიროვნებათა ეგოისტური ინტერესებისა და “მომენტის სიმძაფრისა”. ჩვენ ვეძახით მათ, ვინც მზადაა გაინაწილოს პასუხისმგებლობა ზემოთ თქმულზე, შემოუერთდეს ახალგაზრდობის სამოქალაქო დიალოგს, ან შექმნას რაიმე თავისი – არა მხოლოდ რუსეთიდან და საქართველოდან, არამედ სხვა სახელმწიფოებიდანაც. ვინაიდან სახელმწიფოები ეს არ არის ტერიტორიები, ეს – არის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს. თუ თქვენ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ჰორიზონტალური კავშირების და კომუნიკაციების შენარჩუნება ჩვეულებრივ ადამიანებს შორის სხვადასხვა დონეებზე – ეკონომიკა და ვაჭრობა, კულტურა, განათლება და სხვა - შემოგვიერთდით

ycd@yhrm.org

საერთაშორისო ქსელის აქტივისტები – ადამიანის უფლებათა დაცვის ახალგაზრდული მოძრაობა.

ახალი ამბები