კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად კანონდამრღვევი პოლიციელები დაისჯებიან

17 ოქტომბერი, 2006

 
17/10/2006 GHN

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფმა შს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამხარეო მთავარ სამმართველოში უფლებადარღვევის ფაქტები გამოავლინა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გაუგზავნა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან მიღებული პასუხის თანახმად, ზუგდიდის შს სამმართველოს გამომძიებელ გვილავასა და ინსპექტორ-გამომძიებელ მამფორიას მიმართ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემის თაობაზე წარდგინება შეიტანა.
გამომძიებელმა გვილავამ ბეჟან ლემონჯავას ეჭვმიტანილად დაკავებისას ოქმში დაკავების საფუძველი არ მიუთითა.

ინსპექტორ-გამომძიებელმა მამფორიამ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ მის ოჯახის წევრებს არ აცნობა.

ახალი ამბები