კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ხაინდრავამ პატიმარ მიქიაშვილის გადარჩენის კომიტეტი შექმნა

14 ნოემბერი, 2006

თბილისი.10.11.06.მედიანიუსი. პატიმარ გიორგი მიქიაშვილის უფლებების დასაცავად `მიქიაშვილის გადარჩენის კომიტეტი~ ჩამოყალიბდა. კომიტეტის შექმნის ინიციატორია ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა. ორგანიზაციის შემქნაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია 'თანასწორობის ინსტიტუტი'.

როგორც 'მედიანიუსს' ამავე ორგანიზაციისა და ახლად ჩამოყალიბებული კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა უთხრა, მასთან ერთად, კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია - 'ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის' ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და 'თანასწორობის ინსტიტუტის'  წევრი ირაკლი კაკაბაძე გაერთიანდნენ. თუმცა, კომიტეტში გაერთიანება ყველა მსურველს, მათ შორის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თბილისის მე-6 საპყრობილეში მყოფი გიორგი მიქიაშვილს გადაუდებელი ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება, რის გამოც სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ ფსიქიატრიულ კლინიკაში.
'გიორგი მიქიაშვილი 2005 წელს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. იგი ჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაუსწორდნენ სასტიკად, რის გამოც მას ფსიქიკური დარღვევები განუვითარდა. გიორგი მიქიაშვილი ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა, ხელისუფლება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამის დამალვას ყველანაირად ცდილობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ვერც სასამართლო პროცესებზე გაჰყავთ. კომიტეტის მთავარი მოთხოვნა პატიმრის  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სასწრაფოდ და უპირობოდ გადაყვანაა, რათა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ დაემუქროს', _ განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, 'მიქიაშვილის გადარჩენის კომიტეტი' ხელისუფლებას წამების მსხვერპლი ყველა პატიმრის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვისკენაც მოუწოდებს.

ახალი ამბები