კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველების დეპორტაცია თურქეთიდან

24 ნოემბერი, 2006

21 ნოემბერს, თურქეთიდან 125 ქართველი მოვაჭრის დეპორტაცია მოხდა. მათი განცხადებით, ისინი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ქემალ-ფაშაში მოულოდნელად ჟანდარმერიამ დააკავა.

“მოვიდა ჟანდარმერია, გაგვჩხრიკეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ავტობუსებში ჩაგვსვეს. შეიარაღებულები იყვნენ და უხეშად გვექცეოდნენ. მე რაც გავიგე, “ჰაივან, ჰაივან”-ო გვეძახოდნენ, რაც თურქულად ძროხას ნიშნავს. საზღვარზე მოგვიყვანეს და პასპორტებში დეპორტაცის ნიშანი ჩაგვირტყეს. ამ ბეჭდის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა გვეკრძალება. რისთვის გაგვიკეთეს დეპორტაცია, რა დავაშავეთ, ამაზე ჩვენთვის არანაირი განმარტება არავის მოუცია”, - განაცხადა დეპორტირებულმა ხათუნა მგელაძემ.

ერთ-ერთი თურქი მძღოლის თქმით, ჟანდარმერია სავარაუდოდ ნარკოტიკს ეძებდა.
დღეს, დეპორტირებულებმა ბათუმში საგარეო-საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს  და ხელისუფლების თანადგომა მოითხოვეს.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჟანი ფატლაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ საქართველოს ტრაპიზონის საკონსულოს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია: “ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მოხდა თურქეთში. ჯერჯერობით ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ ამის თაობაზე დავუკავშირდით თურქეთის საკონსულოს ბათუმში. საღამოს ჩვენ მათთან გვექნება შეხვედრა და გავარკვევთ თუ რა იყო ამის მიზეზი”.

ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ თურქეთის საკონსულოში.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები