კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ობზერვატორი - ადამიანის უფლებათა დამცველთა მხარდაჭერა

1 დეკემბერი, 2006

 ობზერვატორი

ადამიანის უფლებათა დამცველთა მხარდაჭერა

საგანგებო მიმართვა-ობზერვატორი

2006 წლის 30 ნოემბერი
საქართველო
სასამართლო პროცესები/ზეწოლა
GEO/006/1106/OBS 141


ობზერვატორი, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად შექმნილი ერთობლივი პროგრამა, მოითხოვს სასწრაფოდ ჩაერთოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

სიტუაციის მოკლე მიმოხილვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC) ობზერვატორს აცნობა საქართველოს სახალსო დამცველის აპარატის თანამშრომლის, გიორგი გეწაძის, გასამართლების შესახებ.

ინფორმაციის თანახმად,  გიორგი გეწაძე გაასამართლეს 'საქმის შესწავლის დროს ჩადენილი უკანონო ქმედების გამო'. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით ('დანაშაულის პროვოცირება' ე. ი. 'აიძულო პიროვნება ჩაიდნოს დანაშაული მისი  სისხლის სამართლის დევნის გამო') სამართალდამცველებმა მოისმინეს გიორგი გეწაძის სატელეფონო საუბარი გეგუთის სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის # 8 საპატიმროში ვიზიტის შესახებ. ამის საფუძველზე, გეწაძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 

ორი კვირის წინ, გეგუთის სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის # 8 საპატიმროს ყოფილმა თანამშრომელმა  სახალხო დამცველის აპარატს აცნობა რომ ციხეში ხდებოდა ქრთამის გადაცემა. 2006 წლის 1 ნოემბერს აღნიშნული ინფომაციის დასადასტურებლად გიორგი გეწაძე ეწვია გეგუთის ციხეს და გაესაუბრა რამოდენიმე ადამიანს.

ბრალდებების მიხედვით, გიორგი გეწაძემ ციხის თანამშრომლებს ინფომაციის სანაცვლოდ შესთავაზა ქრთამი. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამტკიცებს რომ მან ციხის თანამშრომლებს ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა ფული გადაეცა პატიმრებისათვის.
გიორგი გეწაძეს ემუქრება ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ან "თავისუფლების აღკვეთა' (შრომა გასწორებით კოლონიაში მოთავსება) სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით.

2006 წლის დასაწყისიდან სახალხო დამცველის აპარატი ადანაშაულებს საქარტველოს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურატურას ადამიანის უფლებათა დარღვევებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სამართალდარრვევებზე დაიწყო გამოძიება, სანქციები არ გატარებულა არცერთ მათგანზე.

ობზერვატორი შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს გიორგი გეწაძეზე ზეწოლის განსახორციელებლად რათა შეწყვიტოს მისი საქმიანობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

რა ღონისძიებებია გასატარებელი

გთხოვთ წერილობით მიმართოთ საქართველოს მთავრობას შემდეგი მოთხოვნებით:

i. ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყონ გიორგი გეწაძისა და საქართველოში მოქმედი ყველა ადამიანის უფლებათა დამცველის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;

ii. ჩატარდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო;

iii. ბოლო მოეღოს გიორგი გეწაძისა და საქართველოში მოღვაწე ყველა ადამიანის უფლებათა დამცველის წინაარმდეგ ზეწოლას;

iv. ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ დეკლარაციას დაემორჩილონ, განსაკუთრებით პირველ მუხლს, სადაც ნათქვამია რომ 'ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად მხარი დაუჭიროს ანდა მოითხოვოს ადამიანის უფლებებისა და ძირეული თავისუფლების დაცვადა განხორციელება როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.' ასევე განახორციელონ 12.2-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია რომ 'სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რათა კომპეტენტურმა უწყებებმა უზრუნველყონ ნებისმიერი პირის-ინდივიდუალურად ან საზოგადოებასტან ერთად, დაცვა ძალადობის, მუქარის, შურისძიების, დე-ფაქტო და დე-იურე მტრული დამოკიდებულების, ზეწოლის და სხვა უკანონო ქმედებებისაგან, რისი უფლებაც კანონიერად აქვს მინიჭებული მას არსებული დეკლარაციის მიხედვით."

v. ზოგადად უზრუნველყონ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირეული თავისუფლების დაცვა რაც შესაბამისობაში მოვა საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებთან.

ახალი ამბები