კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რწმუნებულის აპარატში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხიდი გაუყიდეს

4 დეკემბერი, 2006

გორის რაიონის სოფელ თედოწმინდის აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობა მდინარე ლიახვზე გადასასვლელი ხიდის არარსებობის გამო ბაგირიდან წყალში ვარდება. სოფელში რამდენჯერმე ტრაგედიაც დატრიალდა, თუმცა მათთვის ლიახვზე გადასასვლელი ხიდი არავის გაუკეთებია. თედოწმინდელები სასმელ წყალს ლიახვსგაღმა გამომდინარე წყაროდან ეზიდებიან.

სოფელ თედოწმინდაში მრავალეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს. საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ ქართველები, აზერბაიჯანელები და ოსები ცხოვრობენ. სოფელი გორი-ვარიანის საავტომობილო გზის ნაპირზე 100 მეტრში მდებარეობს და შედის ტინისხიდის საკრებულოში, სადაც გუბერნატორის მოადგილე და ამჟამინდელი გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ცხოვრობს. წყლის პრობლემა თედოწმინდელებს 6 წელია აწუხებთ. სოფელში წვიმის მოსვლას ზეიმობენ.

ზიათი ლამაზოღლი: „წყაროს წყალი, რომელსაც ჩვენ ხელით ლიახვსგაღმიდან ვეზიდებით, რა წყალია? როცა ლიახვი ადიდდება, წყარო წყლის ქვეშ იმალება ქვიშასა და ლამში. მერე ამ მიწის გაწმენდა გვიწევს. გავწმენდავთ და მერე ახლა იმას უნდა ველოდოთ, წყალი დაიწმინდოს. საცოდავები მაშინ უფრო ვართ, როცა ვინმე მოკვდება. მთელი სოფელი გაეფინება გზაზე სხვადასხვა ჭურჭლით და წყალს ისე ვეზიდებით.”

ამჟამად თედოწმინდელებს ლიახვზე საცალფეხო ხიდი აქვთ გადებული. ამ ხიდით გარდა წყაროსი, ბაღ-ბოსტნებშიც გადადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. სხვათა შორის, შეურემონტებელი ხიდის გამო ხალხი ზოგჯერ წყალში ზოგჯერ კი რიყეზე ცვივა. იყო მსხვერპლი, თუმცა უმეტესად ხალხი მსუბუქად ზიანდება.

სოინოღლი: „ამ ხიდიდან მეც ვარ გადავარდნილი, საბედნიეროდ სიკვდილს გადავურჩი. მარტო ლავიწი ამომვარდა”.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ რამდენიმე წლის უკან ხიდისათვის საჭირო რკინის ბაგირი, რომელიც 2 – 3 კმ სიგრძის იყო გაქრა. ,,07” მარკის ავტომობილით ამოვიდა რამდენიმე კაცი, რომლებმაც გვითხრეს, რომ გუბერნიაში ეს რკინა ჩვენ მოგვყიდესო,“ - ამბობს მოსახლეობა. 

ახალი ამბები