კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ტრაქტორებს ძვირად არიგებს

4 დეკემბერი, 2006

ორი დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა სამინისტროში რეგიონების რწმუნებულები დაიბარა. შეხვედრაზე მხოლოდ შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი არ იმყოფებოდა. შიდა ქართლიდან პეტრე ცისკარიშვილს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი სამსონ ქებაძე ეახლა. ქებაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ შეხვედრაზე რწმუნებულები იყვნენ დაბარებულები.

სამსონ ქებაძე: „დაგიდასტურებთ, რომ პეტრე ცისკარიშვილს რწმუნებულები ჰყავდა დაბარებული. მე მიხეილ ქარელმა მთხოვა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე წავსულიყავი. ვერ გეტყვით, რა მიზეზით არ წავიდა მინისტრთან მიხეილ ქარელი. იქიდან რომ ჩამოვედი ყველაფერი მოვახსენე ქარელს. რაც შეეხება შეხვედრის მიზანს, ძირითადად საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებულ სხვადასხვა საკითხს. მაგალითად, საუბარია ტრაქტორების ჩამოყვანაზე და ფერმერებისთვის შეღავათიან პირობებში მიყიდვაზე. უნდა გითხრათ, რომ ტექნიკა საკმაოდ ძვირია. მაგალითად 130 ცხენისძალის მქონე ტრაქტორი ფერმერებმა 69 000 ლარად უნდა შეისყიდონ. წინდაწინ მხოლოდ თანხის 10%-ის გადახდა მოუწევთ. მთლიანი თანხა კი ორ წელიწადში უნდა დაიფაროს.”

ახალი ამბები