კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208 მუხლი

14 დეკემბერი, 2006

 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი, რომელიც ეხება პასუხისმგებლობას სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის, არაერთხელ გამხდარა საყოველთაო განსჯის საგანი - საერთო სასამართლოთა მოსამართლეების მიერ მოხდა მუხლის ფართო ინტერპრეტირება. შედეგად, შელახულ იქნა მოქალაქეთა ისეთი ფუნდამენტური ღირებულება, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ფართო ინტერპრეტაციის შედეგად “უსამართლო” პროცედურების გამოყენებით მოხდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

ნათელია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიმართ უპატივცემულობის გამო დამსწრის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მოხდეს არა განმხილველი, არამედ სხვა მოსამართლის მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკითხის განხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობის პრინციპი. ამას მოითხოვს, როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა.

208-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების დროს მიუღებელია ზეპირი განხილვის გარეშე მოსამართლის მიერ წერილობითი განკარგულების გამოტანა. დამრღვევს უნდა მიეცეს საშუალება ზეპირი მოსმენის გზით მოსამართლის წინაშე წარადგინოს საკუთარი არგუმენტაცია, რათა დაცულ იქნას სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. სსსკ-ის 208 მუხლის მიხედვით პირის მიმართ ადმინსიტრაციული პატიმრობისა თუ ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს გასაჩივრების უფლება.

ვფიქრობთ, გადასახედია თავად დაპატიმრების სანქციის შეფარდების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა “უპატივცემლობა” საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ალბათ უფრო გონივრული იქნება, თუ მოსამართლის დისკრეციას შევზღუდავთ და წესრიგის დარღვევის პირველ შემთხვევაში დავაწესებთ შედარებით მსუბუქ ზომას (გაფრთხილება, გაძევება). საერთოდ, ვინაიდან სსსკ 208-ე მუხლი იცავს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს, და მისი მიზანია სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება, წესრიგის დამრღვევის გაძევება სრულიად უზრუნველყოფს პრობლემის გადაწყვეტას. ამასთან, გამონაკლისის სახით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა (მაქსიმუმ 10 დღე) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირის მიერ ხდება კონკრეტული საქმის განხილვის დროს განმეორებით, როგორც წესრიგის დარღვევა, აგრეთვე სასამართლოს მიმართ უხეში და აშკარა უპატივცემულობის გამოჩენა.

ახალი ამბები