კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უოლტერ კელინი: დევნილთათვის სახელმწიფო დახმარება ხარვეზების გარეშე უნდა განხორციელდეს

19 დეკემბერი, 2006

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, უოლტერ კელინის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ვიზიტის მიზანი დევნილთა მიმართ ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის მიერ მომზადებული ეროვნული სტრატეგიის განხილვა და მის განსახორცილებლად საერთაშორისპო მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

 “საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები, სახელმწიფო პოლიტიკის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სათანადოდ არ იყო დაცული. საკმაოდ რთულია ქაღალდზე არსებული სიტყვების რეალობად ქცევა იმისათვის, რომ საქართველოში დევნილების ხანგრძლივი ტანჯვა დასრულდეს," აცხადებს კელინი.

გაეროს ექსპერტის განცხადებით, სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს სწორედ ის წარმოადგენს, რომ სტრატეგია ფართო კონსულტაციური პროცესის შედეგად შემუშავდა, სადაც ჩართულები იყვნენ სახელმწიფო ორგანიზციები, დევნილთა ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო საზოგადოება.

მან ხელისუფლებას და პარლამენტს სტრატეგიის დაუყოვნებლივი მიღებისაკენ მოუწოდა.

“ამავე დროს სახელმწიფო დახმარება უმწეო დევნილთათვის ამჟამინდელ დონეზე უნდა შენარჩუნდეს. რეფორმის პროცესში კომუნალური მომსახურების სფეროში ახალი ხარვეზების წარმოქმნას თავი უნდა ავარიდოთ”, - განაცხადა უოლტერ კელინმა.

გაეროს ექსპერტი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების კერძოდ, გაეროს საქართველოში მოქმედი გუნდის მონდომებას გააგრძელონ დევნილთათვის სახელმწიფოს ძალისხმევის მხარდაჭერა, ასევე, მოუწოდებს დონორებს მხარი დაუჭირონ და გაიღონ ხელისუფლებისათვის საჭირო რესურსები.

          წყარო: GHN

ახალი ამბები