კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა ჯაბელიას ნათესავები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან

19 დეკემბერი, 2006

რუსეთის სპეცგამანაწილებელში გარდაცვლილი მანანა ჯაბელიას ნათესავები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან. გარდაცვლილის უმცროსი ვაჟის, ნიკო კვარაცხელიას განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი სარჩელისთვის საჭირო დოკუმენტებს აგროვებენ.

მოძრაობა „მოსკოვის საერთო საცხოვრებელის” ლიდერის, ირინა ბერგალიევას განცხადებით, იგი სარჩელის მზადებას ტვერის პროკურატურიდან დაიწყებს. „როგორც ნდობით აღჭურვილი პირი, მივმართავ ტვერის პროკურატურას, რომელმაც საქმის მასალები შეისწავლა. სარჩელს  ნაგატინსკის მოსამართლის, ოლგა ჩუბაროვასა და უცხოელ მოქალაქეთა დროებითი დაკავების ცენტრის დირექტორის წინააღმდეგ შევიტან”, განაცხადა ბერგალიევამ.

სპეცგამანაწილებელში დაკავებული ჯაბელია 2 თვის განმავლობაში  საკასაციო საჩივრის განხილვას ელოდა. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ნაგატინსკის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი დეპორტაციის თაობაზე, გაუქმდა. შეტყობინება ნაგატინსკის სასამართლოდან გამანაწილებელში უნდა გადაგზავნილიყო, თუმცა ნიკო კვარაცხელიას თქმით, მას სასამრთლოში განუცხადეს, რომ  დოკუმენტების გადასაგზავნად ორი დღე საკმარისი არ იყო.

        წყარო: GHN

 

ახალი ამბები