კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის პროკურატურამ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე წინასწარი გამოძიება შეწყვიტა

20 დეკემბერი, 2006

თბილისი.19.12.06.მედიანიუსი. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი ქოქიაშვილისაგან წინასწარი გამოძიების  შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღო, იუწყება რადიო „ჰერეთი“.

საქმე  9 ოქტომბერს რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტს ეხება, რომელიც რადიო „ჰერეთის“ საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამა “მთელ კვირაში” გასულ რეპორტაჟს უკავშირდება.

რამაზ სამხარაძეს ყოფილი პარლამენტარი დავით კაპანაძე დაუპირისპირდა და ფიზიკური და კომპანიის ლიკვიდაციით  დაემუქრა.

წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კაპანაძის ქმედება არ გადაზრდილა ხულიგნობაში და არ დარღვეულა საზოგადოებრივი წესრიგი.

რამაზ სამხარაძის ადვოკატი ნატო ჩიხრაძე აცხადებს, რომ პროკურორმა კანონი უხეშად დაარღვა და კაპანაძის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა. „ს.ს.კოდექსის 144_მუხლის მესამე პრიმა მუხლის თანახმად, პირის დამცირება ან იძულება არაადამიანურ პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ეს არის დისპოზიცია, რაც ძალიან კარგად მიესადაგებოდა იმ ქმედებას, რომელიც კაპანაძემ ჩაიდინა”  – ამბობს  ადვოკატი ნატო ჩიხრაძე.

რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი დასკვნაში წერს, რომ საქმე განიხილა და ვინაიდან არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი, წინასწარი გამოძიებაც ამიტომ შეწყდა. თუმცა რამაზ სამხარაძემ იმავე დღესვე, 9 ოქტომბერს, ცემის ფაქტის შემდეგ პოლიციას დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა. წერილმა რეგისტრაცია ლაგოდეხის პოლიციის კანცელარიაში გაიარა და ნომერი ც-10 მიენიჭა, დადგენილებაში კი ნათქვამია, რომ პოლიციაში შეტყობინება მხოლოდ ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა.

პროკურატურის დადგენილებაში ვკითხულობთ: “2006 წლის 9 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა ლაგოდეხის რაიგანყოფილებაში, ლაგოდეხის რაისაავადმყოფოდან შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე რამაზ სამხარაძის სხეულის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს ს.ს.კ_ის 118_ე მუხლის 1 ნაწილით. “

ორგვერდიანი დადგენილების ბოლო პუნქტში წერია: “შეწყდეს წინასწარი გამოძიება  სისხლის სამართლის საქმეზე დავით კაპანაძის მიმართ, დაზარალებულის საჩივრის არარსებობის გამო”, _ იუწყება რადიო „ჰერეთი“, რომლის დირექტორიც, რამაზ სამხარაძე აღნიშნული დადგენილების გასაჩივრებას ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში აპირებს.

ახალი ამბები