კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „ჰერეთის“ ოფისი გაძარცვეს

25 დეკემბერი, 2006

24 დეკემბერს დაუდეგენელმა პირებმა რადიო „ჰერეთის“ „კომპიუტერული ცენტრის” ოფისი გაძარცვეს.

რადიო „ჰერეთის“  ცნობით, ცენტრიდან, სადაც კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები  და  რადიოს  “ინტერნეტ-კაფე” იყო განთავსებვული, მძარცველებმა 8 კომპიუტერის  პროცესორი მოიპარეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას ლაგოდეხის რაიონის პოლიცია აწარმოებს.
რადიო  „ჰერეთში“ აცხადებენ, რომ 24 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი მათი ოფისის გაძარცვის  უკვე მესამე შემთხვევაა და არც ერთი  მათგანი  გამოძიებული არ არის.

„ეს არის  დამოუკიდებელ ბიზნესსა და მედიაზე კიდევ ერთი ზეწოლა.  მოვითხოვ, საქმე  შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანოს, რადგან  ლაგოდეხის რაიონი ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს კრიმინალებისაგან”-აცხადებს რადიო „ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე.

წყარო: რადიო „ჰერეთი“

ახალი ამბები