კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი არველაძე: სახელმწიფო ვინმესთვის ქონების წართმევით დაინტერესებული არ არის

27 დეკემბერი, 2006

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მაღაზია „საუნჯეში“ მოქალაქეები უკანონოდ ვაჭრობდნენ, ხოლო კომპოზიტორებმა წლების განმავლობაში ქონების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადება, ბოლო დღეებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე წიგნების მაღაზია „საუნჯის“ ფართისა და ბორჯომში, კომპოზიტორთა სახლის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე გააკეთა.

გიორგი არველაძის თქმით,  სახელმწიფოს ინტერესი ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა და არა ვინმესთვის ქონების წართმევა: „კომპოზიტორებს არავინ არაფერს არ ართმევს. მათ უბრალოდ წლების განმავლობაში ქონება დარეგისტრირება ვერ შესძლეს. რაც შეეხება მაღაზია „საუნჯეს“, ეს ძალიან მარტივი საკითხია, მაღაზია სახელმწიფოს ქონებაა და მოვაჭრეები იქ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვაჭრობდნენ,“ -  განმარტა გიორგი არველაძემ.

ახალი ამბები