კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი საჯარო ინფორმაციის არ გაცემისათვის სანქციების დაწესების მომხრეა

29 დეკემბერი, 2006

სახალხო დამცველის  სოზარ სუბარის მოსაზრებით, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის კანონით  განსაზღვრულ  ვადაში არგაცემისათვის სანქციები უნდა დაწესდეს.

„საჯარო ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება უზრუნველყოფილია კანონით, მაგრამ ეს კანონი ხშირად ირღვევა,  რაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის “, განაცხადა სუბარმა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გარანტირებულია  საჯარო ინფორმაციის გავრცელების  თავისუფლება. კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია 10 დღის ვადაში გასცეს, თუმცა ამ ნორმის დარღვევისათვის ჩინოვნიკების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები პრაქტიკულად გათვალისწინებული არ არის.

სუბარის აზრით, კანონში უნდა იყოს  ფორმულირება, რომ თუ   საჯარო ინფორმაციის გაცემა არ მოხდა შესაბამის ვადებში ან სულაც დაიბლოკა, პასუხი საჯარო მოხელემ უნდა  აგოს: მას დაეკისროს  სოლიდური  ფინანსური ჯარიმა უნდა დაეკისროს, ან უარეს შემთხვევაში გათავისუფლდეს თანამდებობიდან.

ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ  2006 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება გაიხსენა, როცა მან, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო,  მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი  სამსახურიდან დაითხოვა.

აღნიშნული სანქციების შემოღების იდეას მხარს უჭერს მედიაც, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 25 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სუბარის ინიციატივით მოეწყო.  

შეხვედრის მიზანი, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად,  მედიის დაცვისა და მისი განვითარების საკითხებზე მსჯელობა იყო.

„ერთი შეხედვით, ანტიკორუფციული საქმიანობა და მედიის განვითარება  ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა, ცხადია, კორუფციასთან ბრძოლა ვერ  იქნება ეფექტური, თუ სიტყვის თავისუფლებას  არ დავიცავთ  ძლიერი მედიის ჩამოყალიბებას არ შევუწყობთ ხელს“.

ჟურნალისტებმა ხსენებულ შეხვედრაზე ქართული მედიის წინაშე არსებულ პრობლემები განიხილეს:  პრესისათვის საგადასახადო შეღავათების მოსალოდნელი გაუქმება, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“  შეტანილი, მათი აზრით,   დისკრიმინაციული მუხლები, საჯარო ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ისაუბრეს რეგიონული  მაუწყებლების შევიწროების ფაქტებზეც.  
 

წყარო: Media,ge

ახალი ამბები