კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობას გმობს

29 დეკემბერი, 2006

საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი გალის რაიონში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივ ხელყოფას, მათ მიმართ განხორციელებულ წამებას, ძალადობასა და ადამიანურობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებს გმობს, რამაც განსაკუთრებით მძიმე ხასიათი ბოლო დღეებში მიიღო. ამის შესახებ სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ, ფაქტობრივად, სადამსჯელო ოპერაციას ატარებენ აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავები და ამას მორიგ შემოწმებას უწოდებენ. შეშინებული მოსახლეობა ტყეში იხიზნება. ასეთ ვითარებაში დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენენ დსთ-ის რუსი მშვიდობისმყოფელები, თუმცა სწორედ სამშვიდობო ძალები არიან პასუხისმგებელნი, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ,,ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვას” - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, მათ ხელთ არსებული სამართლებრივ-პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით გავლენა მოახდინონ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, რათა აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოიფხვრას ადამიანურობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები და სხვა დარღვევები.

სახალხო დამცველი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეების მიერ ენგურის ხიდზე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკეტვასთან დაკავშირებით.

„გალის რაიონის მკვიდრ მოსახლეობას საშუალება არ აქვს ენგურის ხიდი გადმოკვეთოს, რითაც ამ ადამიანების გადაადგილების თავისუფლება ირღვევა. ხშირ შემთხვევაში, აფხაზი ე.წ. მესაზღვრეები თანხას, 300 რუბლიდან 1000 დოლარამდე, ითხოვენ,” - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: GHN

ახალი ამბები