კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „თრიალეთი“ პრეზიდენტის რწმუნებულს შიდა ქართლში ზეწოლაში ადანაშაულებს

4 იანვარი, 2007

რეგიონალური ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში  მიხეილ ქარელი,  „თრიალეთის“ ხელში ჩაგდების მიზნით,  მათზე  ზეწოლას ახდენს.

„თრიალეთის“ მიერ 3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაახლეობით ერთი წლის წინ, ქარელმა, ტელევიზიის ხელმძღვანელობას რამდენიმე მილიონი დოლარი შესთავაზა  ტელერადიოკომპანიის სანაცვლოდ.

ზეწოლა  მას შემდეგ დაიწყო, რაც ქარელს უარი უთხრეს ამ გარიგებაზე. ადგილობრივი ხელისუფლება ზეწოლის ძირითად საშუალებად ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ პრობლემებს  იყენებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბიზნესმენები და სხვადასხვა ორგანიზაციები ტელეკომპანიასთან თანამშრომლობას, რეკლამის განთავსებას გაურბიან, რათა   ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნათ, აცხადებენ რეგიონული მაუწყებლის წარმომადგენლები.

ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ზეწოლისა, „თრიალეთი“  „საზოგადოების მხარდაჭერისა და თავად არხის თანამშრომლების ძალისხმევის შედეგად“ მუშაობას მაინც გააგრძელებს.

         წყარო: Media.ge

ახალი ამბები