კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ტელეარხების მაუწყებლობის ჩახშობას აპირებენ

8 იანვარი, 2007

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას ახალი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი  „A-მობაილი“ იწყებს, მისი პოპულარიზაციის მიზნით, სოხუმის მთავრობა აპირებს ქართული ტელეკომპანიების მაუწყებლობა და ქართული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების „მაგთის“ და „ჯეოსელის“ მუშაობა ჩაახშოს.

ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „ГрузияOnline“ , საინფორმაციო სააგენტო GHN-ზე დაყრდნობით იუწყება. ახალი ოპერატორის მუშაობის დაწყებისთვის საჭირო აპარატურა რუსეთიდან შეიტანეს.

როგორც სოხუმის მთავრობაში განაცხადეს,  „აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად გადაწყვეტს რომელ კომპანიებს და ტელეარხებს მისცემს მუშაობის უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე. აფხაზეთში არსებობს  ადგილობრივი ტელევიზია და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაც საკუთარი ექნება“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები